კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში, ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ “ომონიას” წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა. პირველი გოლი კი უკრაინას მიუძღვნა.
“აპოელის” ფორვარდმა მე-19 წუთზე მეტოქის შეცდომის შედეგად ბურთი ცენტრში მოიპოვა, მეკარესთან პირისპირაც გავიდა და ზუსტადაც შეასრულა. გოლი კი თანაგუნდელებთან ერთად უკრაინის დროშასთან ერთად აღნიშნა.
ქვილითაიამ მეორე გოლი პენალტით გაიტანა და დუბლი გაიფორმა. მიმდინარე სეზონში მას 12 გოლი აქვს გატანილი