ქვილითაიას გოლი და საგოლე გადაცემა – გიორგიმ აპოელს ულიდერა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში აპოელი ეთნიკოსს ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. ამ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ქრთველი ფორვარდი მშვენიერ ფორმაშია, ქვილითაიამ ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, სულ კი ამ სეზონში 12 შეხვედრაში 5 ბურთი აქვს შეგდებული. ქვილითაიამ აღნიშნულ მატჩში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათითაც დაგვამახსოვრა თავი.

რაც შეეხებათ ანორთოსისის სხვა ქართველებს, ასევე ძირითადში იყო ბუბა დაუშვილი, რომელმაც ქვილითაიას მსგავსად ყვითელი მიიღო. ბუბა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. თორნიკე ოქრიაშვილი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო.

აპოელი კვიპროსის ჩემპიონატში 23 ქულით მე-6 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ნიქოზიის ოლიმპიაკოსთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published.