კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ქართველების აპოელმა ომონიას შინ 4:2 მოუგო. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი გიორგი ქვილითაიამ შეიტანა, რომელმაც თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 28 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონში მეოთხეჯერ შეაგდო.
ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე გაისარჯა, ასევე ძირითადში იყო თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც მე-19 წუთზე შეცვალეს, სწორედ მე-19 წუთზე ჩაერთო თამაშში ბუბა დაუშვილი.
აპოელი კვიპროსის ჩემპიონატში 20 ქულით მე-6 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას პაეკის წინააღმდეგ გამართავს.