ქვილითაიას დუბლი, საგოლე გადაცემა და აპოელის გამარჯვება კვიპროსზე (ვიდეო)

კვიპროსის თასზე აპოელმა, რომლის რიგებშიც 3 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, არის ლიმასოლი 4:2 დაამარცხა. ამ მატჩში უდავოდ საუკეთესო იყო გიორგი ქვილითაია, რომელმაც 2 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. 29 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში 16 მატჩი და 4 გოლია.

ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს, ბუბა დაუშვილმა მოედანზე 87 წუთი დაყო, ლაშა დვალმა კი სრულად ითამაშა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *