ქვილითაიას ვერ აჩერებენ – ჩვენებურის დუბლი, ზღვა ემოცია და აპოელის მოგება (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში აპოელი აელ-ს შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ამ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც დუბლი შეასრულა. გიორგის პირველი გოლით ანგარიში გათანაბრდა, მეორე შედეგიანი დარტყმა კი 3 ქულის მომტანი გამოდგა.

თვალშისაცემია, რომ ქვილითაია შესანიშნავ ფორმაშია. ბოლო 9 თამაშში მის ანგარიშზე 8 გოლია, სულ კი ამ სეზონში 16 მატჩი და 9 გოლი გაიტანა. ქვილითაიას მსგავსად ასევე ძირითადში იყვნენ თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი.

აპოელი კვიპროსის ჩემპიონატში 30 ქულით მე-4 ადგილზეა და შემდეგ ტურში პაეკს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published.