ქვილითაია არ ჩერდება – მორიგი გოლი და აპოელის მნიშვნელოვანი მოგება (ვიდეო)

კვიპროსის თასის განმეორებით 1/8 ფინალში, აპოელი რომლის ღირსებასაც 3 ქართველი ფეხბურთელი იცავს, ნიქოზიის ოლიმპიაკოსს შეხვდა და 4:0 დაამარცხა. წინა შეხვედრის მსგავსად 1 გოლი დღესაც გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, რომელმაც ანგარიში 2:0 გახადა.

სათქმელია, რომ 28 წლის ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია. გიორგიმ ბოლო 5 თამაშში მე-4 გოლი გაიტანა, სულ კი ამ სეზონში 15 მატჩში და 7 გოლი აქვს. ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება აპოელის სხვა ქართველებს, მცირე ტრავმის მერე პირველად ითამაშა ბუბა დაუშვილმა, რომელმაც მოედანზე 66 წუთი გაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო, თორნიკე ოქრიაშვილი კი განაცხადში არ ყოფილა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *