ქვილითაია – მოიპოვა, გაიტანა, გააჩუმა (ვიდეო)

მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა გიორგი ქვილითაიამ, რომლის გოლითაც აპოელმა აეკ ლარნაკას მოუგო. შეხვედრა 1:0 დასრულდა და ეს ერთადერთი გოლი სწორედ ჩვენებურმა შეაგდო.

ქვილითაია, რომ შესანიშნავ ფორმაშია, ეს მის მიერ ბოლო 8 თამაშში გატანილ 7 გოლშიც გამოიხატება. მიმდინარე სეზონში 28 წლის ფორვარდმა 18 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი შეაგდო.

ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს, ბუბა დაუშვილი თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, თორნიკე ოქრიაშვილი კი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა.

აპოელი კვიპროსის ჩემპიონატში 36 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ აპოლონს 8 ქულით ჩამორჩება.

Leave a comment

Your email address will not be published.