ქიზმა ადელაიდას ტურნირი მოიგო , ბადოსამ სიდნეის

ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში დასრულდა ქალთა 250-იანი კატეგორიის ტურნირი. ფინალური შეხვედრა ამერიკული გამოდგა – მედისონ ქიზი ელისონ რიშკეს წინააღმდეგ.

მატჩში ბრძოლა ფაქტობრივად არ ყოფილა, რადგან მედისონმა თავისი მეტოქე ყველა საჩოგბურთო კომპონენტში დაჩაგრა და 68 წუთში 6:1 6:2 იმარჯვა.

ქიზმა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში პირველი ტიტული მოიგო WTA-ზე, კარიერაში კი ჯამში მეექვსე.

გაცილებით უფრო საინტერესო და დაძაბული გამოდგა სიდნეის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი, სადაც ერთმანეთს პაულა ბადოსა და ბარბორა კრეიჩკოვა დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ესპანელმა ჩგბურთელმა უკეთესად დაიწყო – პირველივე გეიმში დააბრეიკა მეტოქე და მალე 2:0 დაწინაურდა. კრეიჩკოვა დროულად გამოფხიზლდა – ზედიზედ 3 გეიმის მოგებით პირველად გალიდერდა მატჩში 3:2.

პაულამ 15 წუთიანი „აფეთქება“ შესთავაზა მეტოქეს, რომლის განმავლობაშიც ორჯერ აიღო ჩეხის ჩაწოდება, მიყოლებით 4 გეიმი მოიგო და მასთან ერთად სეტიც 6:3.

null

მეორე პარტიის სტარტზე უკვე ბარბორამ შეასრულა ადრეული ბრეიკი და 3:1 დაწინაურდა. ესპანელმა გაიბრძოლა და წონასწორობა აღადგინა 3:3, თუმცა პაულამ მალევე წააგო საკუთარი ჩაწოდება და სეტებს შორის წონასწორობა აღდგა 1:1 (3:6 6:4).

მესამე, გადამწყვეტი პარტიის სტარტზე გოგოებმა ბრეიკიები გაცვლაეს, რის შემდეგ ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად ინარჩუნებდა საკუთარ ჩაწოდებაზე გეიმებს.

ტაიბრეიკზე ოდნავ უკეთესად მაინც ბადოსა გამოიყურებოდა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტებში უკეთესად ითამაშა და მეორე მატჩპოინტით შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა 6:3 4:6 7:6 (7:4).
ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში მესამე ტიტული მოიგო.

null

Leave a comment

Your email address will not be published.