ქინქლაძის ორი გოლი დერბიში; ცნობილიც და მივიწყებულიც (+video)

გიორგი ქინქლაძის პრემიერლიგურ ამბებს მანჩესტერ სიტის უფრო ვუკავშირებთ ხოლმე, მაგრამ დერბი ქაუნთიშიც ჩაატარა კარგი მატჩები…

ახლა მივიწყებულ გოლზე, რომელიც უიმბლდონს გაუტანა. დერბიმ 4:0 მოიგო და სწორედ ქინქლაძემ გახსნა ანგარიში. ეს 65-ე წუთზე მოხდა… მერე კი ქართველმა დრიბლინგის დროს ფეხი იტკინა და შესაცვლელი გახდა.

ეს იყო პრემიერლიგის შეხვედრა (2000 წლის სექტემბერში). უიმბლდონი ახლაა ჩაკარგული, თორემ 90-იანებში რაც გვახსოვს, სულ პრემიერლიგაში თამაშობდა.

დერბის ამ დროს ჯიმ სმიტი წვრთნიდა, გუნდში კი გიოს გარდა გამოირჩეოდნენ სტეფანო ერანიო, რორი დელაპი, მალკომ კრისტი, მეკარე მარტ პოომი… მოგვანებით დერბიში ქართველთან ერთად თამაშობდა ფაბრიციო რავანელიც.

ვიდეო: ქინქლაძის ამბები 3:00 დან

 

და კიდევ, ლიდსთან გოლი უმეტესობამ იცის – https://www.youtube.com/watch?v=cSO7agcqmn4, (თან რა ლიდსთან, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რომ გავიდა).

Leave a comment

Your email address will not be published.