მადრიდის რეალის საფირმო მაღაზია, ფაქტიურად, დააცარიელეს… მაღაზია სანტიაგო ბერნაბეუს ტერიტორიაზეა და დილით გაქურდეს, დაახლოებით 6 საათზე. ამის შესახებ ესპანური Marca წერს.
მძარცველებმა სამი მანქანა გაავსეს ნაქურდალით: სათამაშო ფორმებით, ტანსაცმლით და სხვადასხვა ატრიბუტიკით. ზუსტი რიცვხები არ უთქვამთ, მაგრამ ესპანური პრესის ცნობით, რეალის კვალობაზეც კი საკმაო ზარალია.
პოლიცია კამერების მეშვეობით ცდილობს მანქანის ნომრების დადგენას. სავარაუდოდ, სამივე მანქანა მოპარულია.
ცნობისთვის, სანტიაგო ბერნაბეუზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.