ყაზაიშვილი – გაფუჭებული პენალტი, გოლი და უკრაინა (ვიდეო)

ვაკო ყაზაიშვილმა კორეაში მორიგი გოლი გაიტანა. ულსან ჰიუნდაი, რომლის ღირსებასაც ყაზაიშვილი იავს, სუვონს შეხვდა და 2:1 დაამარცხა. 67-ე წუთზე როცა ანგარიში 1:1 იყო, ყაზაიშვილმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ქართველ შემტევს დუბლის შესრულების შანსიც ჰქონდა, თუმცა პენალტი გააფუჭა. ყაზაიშვილმა ამ სეზონში მესამე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა. წინა სეზონში ვაკომ ულსანის რიგებში თავი 14 გოლით გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ ვაკომ მატჩის შემდეგ უკრაინის დროშით ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

რაც შეეხება ულსან ჰიუნდაის, გუნდი 3 ტურის შემდეგ, 7 ქულით ცხრილის სათავეშია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *