საქართველოს ნაკრების და ულსან ჰიუნდაის ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი კორეაში K ლიგის საუკეთესო ნახევამრცველად დაასახელეს. ყაზაიშვილს კუთვნილი პრიზი დღეს გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილი ულსან ჰიუნდაიში წელს თებერვალში გადავიდა. კორეის K ლიგაში მან 34 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა, სულ კი ულსან ჰიუნდაის მაისურით 44 მატჩში 14 გოლი აქვს.
რაც შეეხება ყაზაიშვილს საქართველოს ნაკრებში, ქართველმა შემტევმა ეროვნულ გუნდში წელს 12-დან 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია. ყაზაიშვილს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა. ქვეყნის მთავარ გუნდში მის ანგარიშზე 57 თამაში და 11 გოლია.