ყაზაიშვილმა კორეაში გაიტანა – კარგი კომბინაცია და ვაკოს შესრულება (ვიდეო)

კორეის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ულსან ჰიუნდაიმ, რომლის ღირსებასაც ვაკო ყაზაიშვილი იცავს, სუვონს უმასპინძლა და 2:5 დამარცხდა. სასიამოვნოა, რომ მასპინძელთაგან ერთი გოლი სწორედ ვაკომ შეაგდო.

ყაზაიშვილმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, სტუმრებმა 5 ბურთი შეაგდეს, წერტილი კი ვაკოს გუნდელმა 11 მეტრიანის ზუსტად შესრულებით დასვა.

ყაზაიშვილი ულსან ჰიუნდაიში წელს ზამთარში გადავიდა. კორეული გუნდის რიგებში მან 21 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *