ვაკო ყაზაიშვილმა კორეაში შესანიშნავი გოლი გაიტანა. ულსან ჰიუნდაი, რომლის ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელი იცავს, აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩში ვიეტელს შეხვდა და 3:0 დაამარცხა. პირველი გოლი სწორედ ვაკომ შეაგდო, რომელმაც 3 მცველი მოატყუა და ახლოდან გაიტანა.
28 წლის ყაზაიშვილი ულსან ჰიუნდაის ფეხბურთელი თებერვლიდან გახლავთ. კორეელთა მაისურით მის ანგარიშზე 19 მატჩი და 4 გოლია.