კორეის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ულსან ჰიუნდაი, რომლის ღირსებასაც ვაკო ყაზაიშვილი იცავს, პოჰანგ სტელერს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. სასიამოვნოა, რომ მეორე გოლის ავტორი სწორედ ქართველი ნახევარმცველია. ჩვენებურმა 51-ე წუთზე პენალტი გაიტანა.
სანაკრებოსგან განსხვავებით ყაზაიშვილს საკლუბო ამბებში საქმე კარგად მისდის. ამ სეზონში მის ანგარიშზე 33 მატჩი და უკვე 10 გოლია.