ყაზანის მერი კვარაცხელიას – ” ნუ იჩქარებ წასვლას”

ყაზანის მერმა ილსურ მეტშინმა “რუბინის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ურჩია, რომ კლუბიდან წასვლა ჯერ არ იჩქაროს.

” რუბინი არ არის ის გუნდი, რომელიც ფეხბურთელებს უკეთეს გუნდში წასვლაში ხელს შეუშლის ან მათ პროგრესს შეაჩერებს, იმედი მაქვს ხვიჩა ევროპულ ძლიერ კლუბში გადავა, თუმცა მე მას ამ ეტაპზზე ყაზანში დარჩენას ვურჩევდი, მან არ უნდა იჩქაროს” – ციტირებს მეტშინის სიტყვებს რუსული ვებ-გვერდი.

ყაზანის “რუბინმა” ახალი სეზონისთვის მზადება აქტიურად დაიწყო, პირველ საკონტროლო შეხვედრაში “ხიმკის” წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია სამატჩო განაცხადში არ იყო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *