ყაზახები რუსებს არ ათამაშებენ

ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ადიევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია რუსეთის მოქალაქეებს პასპორტებს არ დაურიგებს და ამ ქვეყნის ფეხბურთელების შესაძლო ნატურალიზაციაზე არ ფიქრობს.

„მიმაჩნია, რომ  ეროვნულ გუნდში საკუთარმა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ. ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ გარკვევით განმარტა, რომ პასპორტებს არავის გადასცემდნენ“, – თქვა ადიევმა.

1 თებერვალს ადგილობრივ მედიაში დაიწერა, რომ ხიმკის რუს ნახევარმცველ ალექსანდრ ზუევს ყაზახეთის ნაკრებში თამაში სურდა. თუმცა მას მიუთითეს – ამისათვის ყაზახეთის მოქალაქეობაა საჭიროო. გარდა ამისა, ფეხბურთელით ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბიც უნდა დაინტერესდეს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 28 თებერვალს, ფიფამ და უეფამ, უკრაინაინაზე თავდასხმის შემდეგ,  რუსეთის  ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო ტურნირებს ჩამოაშორეს.

Kazakhstan national team head coach says country won't distribute passports  to Russian footballers - Athletistic

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *