იუნკერები-ყაზბეგი 20:27
იუნკერები: ლ – ლომიძე. 5ს – მატკავა
სინბინი: ცილიკური, ტიტვინიძე
ყაზბეგი: 4ლ – დვალიშვილი, ტრაპაიძე, მაისურაძე, ყენია
სინბინი: ტრაპაიძე, გუგეშაშვილი
მსაჯი: საბა აბულაშვილი
პირველი გამარჯვება მოიპოვა დიდი 10-ის დებიუტანტმა სტეფანწმინდას ყაზბეგმა. გათამაშების აუტსაიდერმა სტუმრად შეძლო უშუალო კონკურენტის, კიკეთის იუნკერების დამარცხება 27:20.
მატჩის პირველი ტაიმი კიკეთელების უპირატესობით წარიმართა. თუმცა, იუნკერებმა, ტაიმის მხოლოდ ორი ქულით მოგება შეძლეს – 17:15.
ყაზბეგი ანგარიშში პირველად შესვენების შემდეგ, მატჩის 44-ე წუთზე დაწინაურდა – 20:17. თამაშის მიწურულს კი, უკვე ათი ქულით იგებდა. საბოლოოდ, ყაზბეგელებმა მეტოქეს შვიდქულიანი სხვაობით სძლიეს – 27:20.
გამარჯვების მიუხედავად ყაზბეგი ისევ ბოლო ადგილზეა და იუნკერებს ორი ქულით ჩამორჩება.