ყალბი ლინგარდი

პრემიერლიგის მე-2 ტურის მატჩში ახალწვეულმა ნოტინგემ ფორესტმა ვესტ ჰემი 1:0 დაამარცხა. ეს მეტყევეების პირველი გამარჯვება გახლდათ ინგლისის უმაღლეს ლიგაში ბოლო 23 წლის განმავლობაში.

შეხვედრის მიმდინარეობისას ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. კუთხურის ალამთან ახლოს მსხდომმა სტუმარმა ფანებმა მინდორზე ყალბი 50-გირვანქიანები გადმოყარეს. ეს ჟესტი ჯესი ლინგარდს ეკუთვნოდა, რომელიც ამ ზაფხულს გადავიდა ვესტ ჰემიდან ნოტინგემში. ლინგარდის ბურთთან ყოველი შეხებისას კი ისინი სტვენას და ღრიალს იწყებდნენ.

ლინგარდმა საერთოდ არ შეიმჩნია ეს შეურაცხყოფა.

Jesse Lingard was targeted by jealous West Ham supporters

Leave a comment

Your email address will not be published.