ჯორჯინა როდრიგესი კრიშტიანუ რონალდუს ბავშვებთან ერთად ლაპლანდიაში გაემგზავრა სანტა კლაუსის სანახავად. ისინი საგანგებო ქოხში დაბინავდნენ, რომელიც ერთი ღამე 1 500 გირვანქა ღირს. საშობაოდ მორთულ ქოხში არის ბუხარი, სადილი ანთებული სანთლების ფონზე და ჯადოსნური ხედი თოვლიან ტყეში.
ჯორჯინასთან ერთად არიან ბავშვები: კრიშტიანუ-უმცროსი, ევა, მატეო და ალანა. უახლოეს მომავალში კი ჯორჯინა რონალდუსგან ტყუპებს ელოდება.
ყველაზე ბედნიერი დედა ვარ მსოფლიოშიო, – დაწერა ჯორჯინამ ინსტაგრამში.