ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ლივერპულის დამარცხების შემდეგ (5:2), მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, თავდამსხმელი ვინისიუსი განსაკუთრებით შეაქო. ბრაზილიელმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა.
„ვფიქრობ, ვინისიუსი ამჟამად ყველაზე საშიში მოთამაშეა მსოფლიოში. ის არის ადამიანი, ვინც ყოველთვის წყვეტს მატჩების ბედს“.
რეალ-ლივერპულის საპასუხო თამაში სამი კვირის შემდეგ, 15 მარტს მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.