ხორვატმა მოდელმა ივანა კნოლმა ნაკრების ყველაზე ლამაზი ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა.
„ლუკა მოდრიჩი ჩემი ფავორიტია. ის საუკეთესო ფეხბურთელია. ყველაზე ლამაზი კი ჩვენს ნაკრებში იოშკო გვარდიოლია“, – თქვა ივანამ.
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატები ბრაზილიის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. მატჩი 9 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.
იოშკოს საქომაგოდ ივანა აუცილებლად წავა სტადიონზე.