პოპულარულმა გამოცემა “Forbes”-მა შეაჯამა 2022 წლის სეზონი და ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალების სია გამოაქვეყნა.
გასულ სეზონში ყველაზე მეტი თანხა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ გამოიმუშავა. იაპონელმა საჩოგბურთო კორტზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით 1,1 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო სარეკლამო კონტრაქტებიდან 50 მილიონი.
რეიტინგის ტოპ 25-ში ჯამში 12 ჩოგბურთელი, 7 გოლფის მოთამაშე და 2 ფეხბურთელი შევიდა(დანარჩენი სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლები არიან).
2022 წლის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების ტოპ 10 ასე გამოიყურება:
1. ნაომი ოსაკა (ჩოგბურთი) – 51,1 მილიონი დოლარი (საპრიზო – 1,1 მილიონი დოლარი, რეკლამა – 50 მლ)
2. სერენა უილიამსი (ჩოგბურთი) – 41,3 მილ (0,3+41);
3. გუ აიჰლინი(ფრისტაილი) – 20,1 მლნ (0,1+20);
4. ემმა რადუკანუ (ჩოგბურთი) – 18,7 მლნ (0,7+18);
5. იგა შვიონტეკი (ჩოგბურთი) – 14,9 მლნ (9,9+5);
6. ვინუს უილიამსი (ჩოგბურთი) – 12,1 მლნ (0,1+12);
7. კორი გაუფი (ჩოგბურთი) – 11,1 მლნ (3,1+8);
8. სიმონა ბაილსი (მძლეოსნობა) – 10 მლნ (0+10);
9. ჯესიკა პეგულია (ჩოგბურთი) – 7,6 მლნ (3,6+4);
10. მინჯი ლი (გოლფი) – 7,3 მლნ (4,8+2,5).