დასრულდა ATP-ის 2021 წლის საჩოგბურთო სეზონი და შედეგების შეჯამების დროც დადგა. მსოფლიო რეიტინგის 36-ე ჩოგანმა ალექსანდრ ბუბლიკმა ტურზე ყველაზე მეტი ეისი ჩააწოდა – 840. ყაზახი ჩოგბურთელი საშუალოდ მატჩში 12.9 ეისს აწვდიდა.
მეორე ადგილზე ალექსანდრ ზვერევი – 749 ეისი (10.1 საშუალოდ მატჩში).
მესამე ადგილი რეილი ოპელკას ერგო – 737 ეისი (17.1 მატჩში)
მეხუთე ადგილზე გავიდა მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი დანილ მედვედევი, რომელმაც სეზონში 652 ეისი ჩააწოდა – (8.5 მატჩში).
საშუალოდ მატჩში ჩაწოდებული ეისების მიხედვით საუკეთესო მაჩვენებელი ამერიკელ ჯონ იზნერს ქონდა – 20.
2021 წელს დაშვებული ორმაგი შეცდომების რაოდენობით ლიდერი ამჯერადაც ალექსანდრ ბუბლიკია, რომელმაც 424 ორმაგი დაუშვა (6.5 საშუალოდ მატჩში).
მეორე პოზიციაზე იმყოფება ბენუა პერი – 321 ორმაგი (7.4 მატჩში).
მესამეა კანადელი დენის შაპოვალოვი – 314 ორმაგით (საშუალოდ 6 მატჩში).
ტოპ 6-ში ასევე მოხვდნენ
ალექსანდრ ზვერევი – 267 ორმაგი (3.6 საშუალოდ მატჩში)
ფელიქს ოჟე ალიასიმი – 250 ორმაგი (4.1 საშუალოდ მატჩში)
დანილ მედვედევი – 277 ორმაგი (3 ორმაგი საშუალოდ მატჩში).
ATP-მ წლის საუკეთესო მწვრთნელად – ფაკუნდო ლუგონესი დაასახელა, რომელიც კამერონ ნორისთან მუშაობს. ლუგონესის გაწვრთნილმა ნორიმ 2021 წელს 52 მატჩი მოიგო (წინა 4 წელში ჯამში 51 მატჩი ქონდა მოგებული).
კამერონმა წელს ინდიან უელსის მასტერსი და ლოს კაბოსის ტურნირი მოიგო. ბრიტანეთის პირველ ჩოგანს დებიუტი ქონდა რეიტინგის ტოპ 15-ში.