ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, კამერუნის და სერბეთის ნაკრებებმა 3:3 ითამაშეს, რაც ჯერჯერობით ტურნირის ყველაზე უხვგოლიანი ფრეა.
შეხვედრა დრამატული გამოდგა. აფრიკელები ჯერ იგებდნენ, შემდეგ 1:3 აგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაათანაბრეს ანგარიში.
პირველად თავი კასტელეტომ გამოიჩინა. საინტერესოა, რომ სერბებმა პირველი ტაიმის დამატებულ დროში, ორი წუთის ინტერვალში (პავლოვიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი) გაიტანეს ორი გოლი. მათ მალე მესამედაც აიღეს ეპასის კარი, რომელიც ძირითადი მეკარის, ონანას მაგიერ თამაშობდა. ონანა „დისციპლინარული დარღვევისთვის“ მოკვეთეს ნაკებიდან. მესამე მიტროვიჩმა შეაგდო.
კამერუნელთა მხსნელი კი ბეშიქთაშის შემტევი, აბუბაქარი გამოდგა. ის მინდორზე 55-ე წუთზე გამოჩნდა, მალევე თავად გაიტანა, სამ წუთში კი შუპო-მოტინგს გაატანინა.
საბოლოოდ – 3:3. ახლა კამერუნელებსა და სერბებს G ჯგუფში თითო ქულა აქვთ და შესაბამისად, მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. ჯგუფის ლიდერი კი ბრაზილიის ეროვნული გუნდია 3 ქულით. ამდენივექულიანი შვეიცარია მეორე საფეხურზე დგას.
საუკეთესო – ვისენტ აბუბაქარი
აბუბაქარი მოედანზე სულ რვა წუთის შესული იყო, როცა ულამაზესი გოლით სერბებთან ანგარიშში სხვაობა შეამცირა, კიდევ სამ წუთში კი ერიკ ცუპ მოტინგს გაატანინა და მისი გუნდისთვის ლამის წაგებული თამაშის ფრედ დამთავრებაში ლომის წილი დაიდო…