ყველაზე ცუდები – მესის და ნეიმარს ეს არ ეკადრებათ

ლიგა 1-ის მე-11 ტურში მარსელმა პსჟ-ს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. აღნიშნული შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელები L’Equipe-მ შეაფასა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, ყველაზე დაბალი შეფასებები ლეო მესიმ (4) და ნეიმარმა (3) მიიღეს.

ფაქტია მესიმ ლიგა 1-ში ადაპტაცია ბოლომდე ჯერ ვერ გაიარა. 7 მატჩში 3 გოლი კი გაიტანა, თუმცა სამივე ჩემპიონთა ლიგაში, შიდა ასპარეზზე კი კვლავ უგოლოდაა. შეგახსენებთ, რომ მესი პსჟ-ს წელს აგვისტოში შეუერთდა. ისიც სათქმელია, რომ 2005-06 წლების სეზონის შემდეგ, მესიმ ჩემპიონატის საწყის 4 ტურში თავი პირველად ვერ გამოიჩინა.

პსჟ ლიგა 1-ში 28 ქულით პირველ ადგილზეა და შემდეგ ტურში ლილს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *