ყველაზე დიდებში ყველაზე პატარა

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ინგლისმა დღეს ხორვატია 1:0 დაამარცხა და ბელინგემი მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის იგი 17 წლის და 349 დღის გახლავთ.

ბელინგემამდე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებას ნიდერლანდელი იეტრო ვილემსი ფლობდა, რომელმაც ნიდერლანდელთა მაისურით 18 წლის და 71 დღისამ ითამაშა.

ბელინგემი ნახევარმცველი გახლავთ. იგი მანჩესტერ სიტის აღზრდილია დღეს კი დორტმუნდის ღირსებას იცავს. ბელინგემმა გასულ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა და ბორუსიას გულშემატკივრები 4 გოლით გაახარა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *