ჩიტო ვერამ UFC 268-ზე ულამაზესი ნოკაუტი შემოგვთავაზა და Bantamweight-ის მე-11 ნომერი გახდა.MMA Fighting-თან საუბარში განაცხადა რომ, დივიზიონში მხოლოდ ორი თავისუფალი მებრძოლია, მერაბ დვალიშვილი და კორი სენდჰეგენი. ამ ორიდან ერთ-ერთს ხვალვე შეებრძოლება.
ამ განცხადებაზე მერაბ დვალიშვილის პასუხმაც არ დააყოვნა და “ყველას დავამარცხებ, LOL”
შეგახსენებთ რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო გამარჯვება 25 სექტემბერს, UFC 266-ზე, მარლონ მორაესთან მოიპოვა და დივიზიონის მეექვსე ადგილამდეც დაწინაურდა.