“ყველაფერი, რათა ნეიმარმა მსოფლიო გამოტოვოს…”(5:1 Video)

ბრაზილიამ ამხანაგურ მატჩში 5:1 მოუგო ტუნისს. ეს პარიზის პარკ დე პრენსზე და რამდენიმე საინტერესო, თან ცუდი მომენტიც ვნახეთ.

ცუდით დავიწყოთ: რიშარლისონმა გოლი გაიტანა, აღნიშნავდა და ტრიბუნიდან ბანანები ესროლეს. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ საჩივარი შეიტანა. ისე, რიშარლისონს ბოლო დროს მშვენიერი სტატისტიკა აქვს ნაკრებში: ბოლო 6 მატჩში 7 გოლი.

მეორე: ტუნისელები ხშირად უხეშობდნენ ნეიმარზე. ბრაზილიელთა მწვრთნელმა ტიტემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„არ მეგონა, ასეთ აგრესიას თუ მიმართავდნენ. თითქოს ყველაფერს ეცადნენ, რომ ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წავიდეს“.

ნეიმარმა ტუნისთან ერთი გოლი გაიტანა და ნაკრებში 75 გოლი მოუგროვდა… პელეს რეკორდამდე ორი ბურთია. ფეხბურთის მეფეს 77 აქვს.

ზოგადად კი, ბრაზილიას მშვენიერი სერია აქვს, ბოლო 7 მატჩში 7 მოგება, ბურთები 26:2…

კონკრეტულად ტუნისთან კი ნეიმარისა და რიშარლისონის გარდა, გაიტანა პედრომ და დუბლი შეასრულა რაფინიამ.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *