ყვითელი ამბავი ტუჩებით

ტირასპოლი. ჩემპიონთა ლიგის შერიფი – რეალი.

როგორ ფიქრობთ რა უთხრა კაზემირომ კარლო ანჩელოტის როცა ანგარიში 3:0 გახლდათ მადრიდელების სასარგებლოდ ???

ბრაზილიელ ფეხბურთელს ღიმილი დაჰკრავს, იტალიელი მწვრთნელის პასუხი ჟესტითაც ცალსახაა – არა.

ნამატჩევს ტუჩების მოძრაობით გაშიფრეს რას ეუბნება კაზემირო ანჩელოტის:

„ყვითელი ბარათი ხომ არ ავიკიდო“?

ანჩელოტი პასუხობს:

„არავითარ შემთხვევაში“!

ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში კაზემირო ინტერთან მომდევნო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს გამოტოვებდა და ფლეი ოფის შეხვედრას სუფთა ფურცლით შეხვდებოდა.

ვეჭვობთ, ასეთ დროს ჟოზე მოურინიუს პასუხი იგივე ყოფილიყო. გახსოვთ, ადრე თავად სთხოვა სერხიო რამოსს ყვითელის აღება, მომდევნო, შედარებით უმნიშვნელო მატჩის გამოსატოვებლად… ანჩელოტი კაცია…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *