ყვითელი ჩელსი

ჩემპიონთა ლიგის მომგებმა ლონდონის ჩელსიმ, ახალი, 2021-22 წლების სეზონის საგარეო ფორმა წარადგინა. ეკიპირება ყვითელია და წვრილი ჰორიზონტალური შავი ხაზები გასდევს. შავია საყელოც და მკლავების ბოლოებიც. შორტებიც შავია, წინდები – ყვითელი.

Mount is loving the new yellow look that Chelsea have gone for

ამ სიახლით ერთობ კმაყოფილია არისტოკრატთა ნახევარმცველი მეისონ მაუნტი. პრეზენტაციაზე მან ჩელსელთა ლეგენდარული გამარჯვებები გაიხსენა, რომლებიც სწორედ ყვითელ ფორმასთანაა დაკავშირებული.

„როცა გუნდის ძველი მოგებები მახსენდება, ყოველთვის წარმომიდგება ჩვენი გმირები ყვითელ სამოსელში. ჩელსისითვის ეს ბედნიერი ფერია და მჯერა, ჩვენი თაობაც მიაღწევს ახალ დიდ გამარჯვებებს,“ – დასძინა მაუნტმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *