ყიფიანი 71 – კაცი, რომელიც ქართულ ფეხბურთს დააკლდა (ვიდეო)

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი დღეს 71 წლის გახდებოდა. “ყიფო” როგორც მას მოიხსენიებენ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია და 80-იან წლებში მსოფლიო დონის ვარსკვლავიც გახლდათ. დავით ყიფიანი 1981 წლის გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.

დავით ყიფიანი 1997 და 2000-01 წლებში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ყიფიანი იმ თაობის ფეხბურთელების არამარტო საყვარელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, არამედ საყვარელი პიროვნებაც იყო. გადმოცემით ვიცით, რომ ყიფიანს მოთამაშეებთან საკმაოდ კარგი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, რაც ნაკრებში კარგ ატმოსფეროს ქმნიდა.

ყიფიანი იმ კატეგორიის ფეხბურთელი იყო, რომელიც ხალხს სპორტის ამ სახეობას აყვარებდა. დრიბლინგი, პასი, დარტყმა, ცრუ მოძრაობა… ეს ყველაფერი ყიფიანს უმაღლეს დონეზე ჰქონდა და როგორც ქართული ფეხბურთის ლეგენდები ამბობენ, მასთან თამაში ერთი სიამოვნება იყო.

სასაცილოა, მაგრამ მართალია, რომ ყიფიანი ბავშვობაში დაიწუნეს, უთხრეს შენგან ფეხბურთელი არ გამოვა, ჯობია მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაუკრაო. ეს ამბავი გიორგი ყიფიანმა, დავითის ძმამ ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა.

დავით ყიფიანი 2001 წლის 17 სექტემბერს ავტოავარიისას დაიღუპა. ექიმების დასკვნით ქართეველ ლეგენდას ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე გულის შეტევა ჰქონდა.

2002 წელს ფიფამ დავით ყიფიანი ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

დავით ყიფიანი – კაცი, რომელიც ქართულ ფეხბურთს დააკლდა.

Leave a comment

Your email address will not be published.