“ყოველთვის ვამბობ, რომ შვარცნეგერს MMA მე შევაყვარე” – ილია თოფურია [VIDEO]

UFC 270-მდე, სადაც ილია თოფურია თავის მეოთხე ბრძოლას გამართავს UFC-ში, ქართველი მებრძოლი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემას, “MMA-ს საათს” ესტუმრა, სადაც არიელ ჰელვანის კითხვებს უპასუხა და ბევრ საინტერესო თემს შეეხო. ილიამ ასევე გაიხსენა ამბავი, როცა არნოლდ შვარცნეგერი მის ბრძოლას დაესწრო.

“17 წლის ვიყავი, როცა ტურნირში მივიღე მონაწილეობა სახელად Arnold Fighters. ჩემი ბრძოლა პირველი იყო, დავინახე როგორ მოვიდა ოქტაგონთან შვარცნეგერი და ჩემი ჩხუბის საყურებლად მოემზადა. მეც საოცარი სანახაობა დავდგი და გავიმარჯვე. ამის შემდეგ იგი წავიდა ამერიკაში და ხოსე ალდოსა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლას დაესწრო. სულ ვხუმრობ, რომ არნოლდმა MMA-ს ყურება სწორედ ჩემს გამო დაიწყო. ბრძოლის შემდეგ მას შევხვდი, ფოტოც კი გვაქვს ერთად. ასევე პატარა დოკუმენტური ფილმიცა არსებობს სახელწოდებით “დღეს მე შევხვდი არნოლდს”, სადაც მთელ ივენთთან ერთად ჩემი და მისი შეხვედრაცაა აღბეჭდილი. მალე ეს ფილმი ძალიან პოპულარული გახდება”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *