ყოჩაღ, რალფ! დებიუტი 35 წლის ასაკში

მანჩესტერ იუნაიტედში 35 წლის მეკარეს ჰქონდა დებიუტი. საინტერესოა, არა? ეს იანგ ბოიზთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში (1:1). მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა მეორე ტაიმის შუაში შეიყვანა გოლკიპერი ჰიტონი, რითაც მანჩესტერ იუნაიტედის ფანებში ოვაცია გამოიწვია… სოციალურ ქსელებშიც რანგნიკს მაგრად აქებენ – ბრწყინვალე სვლა გააკეთაო.

ვინ არის ჰიტონი? ის მანჩესტერ იუნაიტედის აღზრდილია, კლუბს 6 წლის განმავლობაში ეკუთვნოდა (2004-2010), მაგრამ ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია. მანჩესტერმა 6 სხვადასხვა გუნდში გაანათხოვრა. 2013-2019 წლებში ჰიტონი ბარნლიში თამაშობდა და თან იმდენად კარგად თამსობდა, რომ ინგლისის ნაკრებშიც კი გამოიძახეს – იქ 3 მატჩი ჩაატარა. მერე იყო ასტონ ვილაში კარგი სეზონები და აი, ამ ზაფხულს ჰიტონი მანჩესტერ იუნაიტედმა დაიბრუნა.

ჰიტონი მესამე მეკარეა დავიდ დე ხეასა და დინ ჰენდერსონის შემდეგ. და აი, დებიუტი 35 წლის ასაკში – ეს უნიკალურია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *