შავი ლომის თამაშების განრიგი ცნობილია

პირველი პროფესიული ქართული ფრანჩაიზი შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის სამ-სამ შეხვედრას ოქტომბერსა და დეკემბერში გამართავს.

ეს საკლუბო ტურნირი სექტემბერში იწყება. შავ ლომს პირველი ორი თამაში ისრაელის თელავივ ჰითთან შინ და გარეთ სწორედ სექტემბერში უნდა გაემართა. თუმცა, კოვიდპანდემიამ და მისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა გეგმები შეცვალა.

“ადრეც ავღნიშნეთ, რომ წესებს გლობალური პანდემია გვკარნახობს და ამ შემთხვევაშიც, იმის გამო, რომ საქართველო ისრაელისთვის წითელ ზონაშია, სექტემბერში თამაშების გამართვა ვერ ხერხდება. ამ ფაქტს დადებითი კუთხით თუ შევხედავთ, მოსამზადებლად უფრო მეტი დრო გვაქვს. გუნდი ახალი შექმნილია და შეთამაშებას დრო ჭირდება. ვეცდებით, რომ ადგილობრივ გუნდებთან საკონტროლო თამაშები გავმართოთ, რადგან პანდემიის გამო საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზება ვერ ხერხდება” – განაცხადა რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ.

სუპერ თასი

16 ოქტომბერი

შავი ლომი-თელ ავივ ჰითი

23 ოქტომბერი

ლოკომოტივი-შავი ლომი

30 ოქტომბერი

ენისეი-შავი ლომი

4 დეკემბერი

შავი ლომი-ლოკომოტივი

11 დეკემბერი

შავი ლომი-ენისეი

18 დეკემბერი

თელ ავივ ჰითი-შავი ლომი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *