რაგბი ევროპის სუპერ თასის მეოთხე ტურში ენისეისა და შავ ლომ’ შორის 30 ოქტომბერს გასამართი მატჩი გადაიდო. მიზეზი ისევ Covid 19-ია.
რუსეთში პანდემიამ მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა და ქვეყანამ საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. შავი ლომი სოჭში ჩარტერული რეისით დღეს დილით უნდა გაფრენილიყო და შეჩერებული ნებართვა მხოლოდ დღის ბოლოს მიიღო. იყო შანსი, რომ თამაში კვირისთვის გადადებულიყო, მაგრამ მასპინძლებმა საორგანიზაციო მხარე ვერ მოაგვარეს.
შესაბამისად, რაგბი ევროპამ თამაშის გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მისი ჩატარების ვადები მოგვიანებით დაზუსტდება.
ბაჩო ხურციძე, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი:
“სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა დააწესა და დილით ჩანიშნული ჩარტერული რეისი ვერ შედგა. საქმეში ჩავრთეთ რაგბი ევროპა, რუსეთის რაგბის კავშირი და დღის ბოლოს ჩარტერული რეისის განხორციელების შესაძლებლობა მივიღეტ, მაგრამ ამ შემთხვევაში მოთამაშეთა კეთილდღეობიდან გამომდინარე თამაშის კვირისთვის გადადება მოვითხოვეთ, რაზეც ენისეი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო არ დაგვთანხმდა. რაგბი ევროპასთან ერთად ვიმუშავებთ და გადავწყვეტთ როდის ჩატარდება ეს შეხვედრა”.