პირველი ქართული ფრანჩაიზი შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერ თასის გათამაშებაში სექტემბრიდან ჩაერთვება. ამჟამად მიმდინარეობს ფრანჩაიზის მომავალ მორაგბეებთან კონტრაქტების გაფორმების პროცესი.
ცნობილი გახდა, ვინ ითამაშებს შავი ლომის მეორე ხაზში. ესენია: ლაშა ჯაიანი, დავით გიგაური, ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი და იოსებ გუშარაშვილი. ჯაიანი და გიგაური უცხოეთიდან დაბრუნდნენ. ჭეიშვილი და ბაბუნაშვილი გასულ სეზონში ქუთაისის აიას ღირსებას იცავდნენ. გუშარაშვილი კი, ბოლნისის ყოჩებში თამაშობდა.
შეგახსნებთ, რომ შავი ლომის მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე რუსული კლუბები პანზას ლოკომოტივი და კრასნოიარსკის ენისეი იქნებიან. კიდევ ერთი მეტოქე ისრაელის თელ ავივ ჰითია.