შავი ლომის მესამე ხაზი

პირველი ქართული ფრანჩაიზი შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერ თასის გათამაშებაში სექტემბრიდან ჩაერთვება. ამ გუნდის პირველი და მეორე ხაზის შემადგენლობის შესახებ უკვე ვწერდით. ამჯერად, ცნობილი გახდა, რომელი მორაგბეები ითამაშებენ მესამე ხაზში.

ყველაზე გამოცდილი შავი ლომის მესამეხაზელებს შორის გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი) იქნება, რომელმაც 2015 და 2019 წლების მსოფლიოს თასებზე იასპარეზა. კრასნოიარსკიდან საქართველოში დაბრუნდა ნიკო აფციაური. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), თორნიკე აქუბარდია (აია) და ლუკა ივანიშვილი (არმაზი) ახალგაზრდა მორაგბეები არიან და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების სკოლა აქვთ გავლილი.

შეგახსნებთ, რომ შავი ლომის მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე რუსული კლუბები პანზას ლოკომოტივი და კრასნოიარსკის ენისეი იქნებიან. კიდევ ერთი მეტოქე ისრაელის თელ ავივ ჰითია.

ამრიგად, შავი ლომის შერკინება ასე გამოიყურება

პირველი ხაზი: მიხელ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკოლოზ ხატიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, გიორგი ხუროშვილი, თენგიზ ზამთარაძე, დავით ლაზვიაშვილი, გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია,

მეორე ხაზი: ლაშა ჯაიანი, დავით გიგაური, ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი

მესამე ხაზი: გიორგი თხილიშვილი, ნიკო აფციაური, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია, ლუკა ივანიშვილი

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *