პირველმა ქართულმა ფრანჩაიზმა შავი ლომი, რომელიც სექტემბრიდან რაგბი ევროპის სუპერთასის გათამაშებაში ჩაერთვება, შერკინების პირველი ხაზის იმ მორაგბეების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც კონტრაქტს ხელი მოაწერეს და მომავალ სეზონს ამ გუნდში გაატარებენ.
ესენია: მიხელ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკოლოზ ხატიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, გიორგი ხუროშვილი, თენგიზ ზამთარაძე, დავით ლაზვიაშვილი, გიორგი პერტაია და ნიკა პატარაია,
შეგახსნებთ, რომ შავი ლომის მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე რუსული კლუბები პანზას ლოკომოტივი და კრასნოიარსკის ენისეი იქნებიან. კიდევ ერთი მეტოქე ისრაელის თელ ავივ ჰითია.