შავი ლომის ხმამაღალი განაცხადი (Video)

პირველმა ქართულმა პროფესიულმა ფრანჩაიზმა “შავი ლომი” რაგბი ევროპის ზე თასის გათამაშებაში ჯგუფური ტურნირის პირველი მატჩი და გამართა და სამხრეთაფრიკელებითა და ფიჯელებით დახუნძლული “თელავივი ჰითი” 33:10 დაამარცხა.

სტუმრებმა ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩვენს გუნდს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს. თელავივიელებმა თავი 10 ქულას მოუყარეს. თუმცა, ტაიმი მაინც 10:18 დათმეს. “ჰიტს” მონაგარისთვის მატჩის მეორე ტაიმში აღარაფერი დაუმატებია.

პირველ ტაიმში “შავი ლომი” ოდნავ შებოჭილი ჩანდა. უთამაშებლობამ და უცნობმა მეტოქემ თამაშს დაღი დაასვა. თუმცა, სათამაშო უპირატესობის მოპოვება მაინც შეძლო და ორი ლელოც მიითვალა. პირველი ქულები კი, გუნდს საჯარიმოდან ფულბეკმა სოსო მათიაშვილმა მოუტანა, როემლიც მალე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა.

პირველი ლელო კი, გარემარბის აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა. მან შესვენების შემდეგ კიდევ ორი ლელოს გატანა შეძლო და ჰეთ თრიკი გაიფორმა. შესანიშნავად ირჯებოდა შავი ლომის შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი, რომლის ანგარიშზე მოლით გატანილი ერთი ლელოა.

მორიგ შეხვედრას შავი ლომი ერთი კვირის თავზე პენზაში, ლოკომოტივთან გამართავს, რომელმაც “ენისეისთან” ორი მატჩიდან ორივე წააგო.

შავი ლომი-თელავივი ჰითი 33:10

შავი ლომი (15-9) მათიაშვილი (ხმალაძე 32), ტაბუცაძე, თაფლაძე (მოდებაძე 65), შარიქაძე, თოდუა, გ.ბაბუნაშვილი, ბეგაძე (პერანიძე 59).  (1-8) ქადარია (ორაგველიძე 51), მამუკაშვილი (ზამთარაძე 51), წიკლაური (პერტაია 51), ჭეიშვილი (მ.ბაბუნაშვილი 63), გიგაური, აფციაური (აქუბარდია 59), მამამთავრიშვილი, ივანიშვილი.

4ლ: ტაბუცაძე (3), მამუკაშვილი. 3ს: მათიაშვილი, გ.ბაბუნაშვილი (2). 2გ: მათიაშვილი, გ.ბაბუნაშვილი

სინბინი: მათიაშვილი

თელავივი ჰითი (15-9) ჯობი, გუმა (პეტერო 68), ენსლინი (რუა რუა 65), ჰოულსთონი, იბოთოიე, ხაიტი, გრუმი (ლევინსონი 76).   (1-8) მანგვანა (ზიხელი 41), იანსენი (ფან ნიკერკი 64), ჯეფრი (რამბონუ 68), სმიდი, ხობლერი, ბოთმა, ხიოსები (იმანიული 41, ბერმანი 59), ვერემალუა.

ლ: საჯარიმო. ს: ხაიტი

სინბინი: მანგვანა

მსაჯი: ალექსეი ლებედევი

სატურნირო მდგომარეობა

1.ენისეი – 10 ქულა, 2. შავი ლომი – 5, 3. თელავივი ჰითი – 0, 4. პენზა – 0

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *