შავი ლომი ბულდოგების წინააღმდეგ

ქართული ფრანჩაიზი შავი ლომი სამხრეთ აფრიკის ქარი კაპის გათამაშებაში, 21 მაისს, ისთ ლონდონში, ბულდოგზს დაუპირისპირდება. პოლის პარკზე მატჩი თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხრეთ აფრიკაში ჯერ ვერ გაემგზავრა გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელიც ამ ეტაპზე გუნდთან დისტანციურად მუშაობს. ადგილზე კი, წვრთნებს ილია მაისურაძე და კორი ბრაუნი ატარებენ.

შავი ლომის სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა სათამაშო შემადგენლობა და შანსი იმ მორაგბეებს მიეცათ, რომლებსაც სხვებთან შედარებით ნაკლები სათამაშო დრო დაუგროვდათ.

“კონტრაქტი გაფორმებული 36 მორაგბესთან გვაქვს, რომელთაგან ოთხი ტრავმის გამო გამოგვაკლდა. სამხრეთ აფრიკაში 32 მოთამაშე ჩავიდა და გვსურს, რომ მორაგბეებზე სათამაშო დრო თანაბრად გადავანაწილოთ. წინ მინიმუმ ოთხი და, თუ პლეი ოფში გავედით, მაქსიმუმ 6 თამაში გველის. ამიტომ, შემადგენლობაში მუდმივად იქნება როტაცია” – თქვა შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

ბულდოგზმა’ წლევანდელ ქარი კაპზე ექვსივე შეხვედრა დათმო. თუმცა, ორ საშინაო მატჩში ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეებს ბონუსი არ გაატანა.

შეგახსენებთ, რომ შავი ლომი სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. პლეი ოფში ოთხი საუკეთესო გუნდი გადის.

შავი ლომი: 15. მირიან მოდებაძე, 14. სანდრო სვანიძე, 13. გურამ ქანდაურიშვილი, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი ბეგაძე.   1. მიხეილ ორაგველიძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი,5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. იოსებ გუშარაშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. მიხეილ წიკლაური; 19. ლაშა ჯაიანი, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. თენგიზ პერანიძე, 22. დავით მოძღვრიშვილი, 23. დემურ თაფლაძე.

Leave a comment

Your email address will not be published.