შავი ლომი დებიუტისთვის მზადაა

პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის
შავი ლომის სამწვრთნელო შტაბმა ისტორიული თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ლევან მაისაშვილი, შავი ლომის მთავარი მწვრთნელი:
“მეტოქის შესახებ ამ ეტაპზე სახელი და გვარების გარდა პრაქტიკულად არაფერი ვიცით. მწვრთნელი არაა ისეთი ცნობილი, რომ მისი სათამაშო ფილოსოფიის შესახებ რამე დასკვნები გამოვიტანოთ. გუნდი ძირითადად სამხრეთაფრიკელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ზოგადად სამხრეთაფრიკელებს უყვართ ძალისმიერი თამაში და სწრაფი უკანახაზელები ყავთ. მოთამაშეთა შორის რამდენიმე ძლიერი ინდივიდუალისტია. თუმცა, როგორ მოერგებიან ისინი გუნდს არ ვიცით.
წინა პერიოდში ორჯერ ვიყავი ვარჯიშზე და მწვრთნელებთანაც მუდმივი კავშირი მქონდა. მზადების შესახებ მუდმივად მქონდა ინფორმაცია და საწვრთნელ პროცესში ორშაბათიდან სრულად ჩავერთე.
თუ არ ჩავთვლით ძველ ტრავმებს, რომლებიც მოთამაშეებს გაუმიზეზდათ, კარგად ვართ მომზადებული. სამწუხაროდ, ოფიციალურ შეხვედრამდე საწვრთნელი მატჩის გამართვა ვერ მოვახერხეთ. მოედანზე მოსაგებად გავდივართ და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ თამაშის მართვას”.
შავი ლომი ევროპის სუპერთასის პირველ მატჩში თელავივი ჰიტს შაბათს, 17 საათზე ავჭალის სარაგბო სტადიონზე დაუპირუსპირდება.

შავი ლომი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე;    1. გოგა ქადარია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. მიხეილ წიკლაური, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

16. თენგიზ ზამთარაძე, 17. მიხეილ ორაგველიძე, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. თენგიზ პერანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. მირიან მოდებაძე.

Возможно, это изображение (12 человек и текст)

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *