შავი ლომი მზადებას შეუდგა

პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერ თასზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი 16 ოქტომბერს ავჭალის სარაგბო სტადიონზე თელავივი ჰითს ეთამაშება.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში რაგბი  პოპულარული არაა, ჩვენი მეტოქე ანგარიშჰასაწევი ძალა ჩანს. გუნდის ძირითადი ბირთვი დაკომპლექტებულია სამხრეთაფრიკელი, ინგლისელი და კუნძულელი მორაგბეებით. მათ შორისაა ფიჯელი  ოლიმპიური ჩემპიონით შვიდკაცა რაგბში. მოთამაშეთა დიდ ნაწილს ზე რაგბის, ტოპ 14-ისა და ინგლისის პრემიერშიფში ასპარეზობის გამოცდილება უმაგრებს ზურგს. მთავარი მწვრთნელი კი, სამხრეთ აფრიკელი დემეტრი კატრაკილისია.

შავი ლომი წინასამატჩო შეკრებაზე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გუშინ შევიდა. მომდევნო მატჩი ჩვენს გუნდს 23 ოქტომბერს პენზაში, ადგილობრივ ლოკომოტივთან ექნება. 30 ოქტომბერს კი, სოჭში, კრასნოიარსკის ენისეის ვეთამაშებთ. განმეორებით შეხვედრები დეკემბერში გაიმართება.

შავი ლომი

I ხაზი: მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკა ხატიაშვილი; შალვა მამუკაშვილი, გიორგი ხუროშვილი, თენგიზ ზამთარაძე; გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია, ნიკა აბულაძე, მიხეილ წიკლაური;

II ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, დავით გიგაური;

III ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია;

N9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა;

N12-13: მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი;

N11-14: აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე;

N15: სოსო მათიაშვილი, ლაშა ხმალაძე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *