შავი ლომი მოულოდნელად აუტსაიდერთან დამარცხდა

შავმა ლომმა რაგბი ევროპის სუპერ თასის გათამაშებაში პირველი მარცხი იწვნია. ჩვენმა ფრანჩაიზმა ავჭალის სარაგბო სტადიონზე პენზის “ლოკომოტივთან” წააგო 16:19. აღსანიშნავია, რომ პენზელებმა გათამშებაში პირველად მოიგეს.

პირველ ნახევარში თითქოს სათამაშო უპირატესობას ვფლბობდით. ანგარიშიც გავხსენით გიორგი ბაბუნაშვილის საჯარიმოს წყალობით. თუმცა, პენზელებმა ამაზე ორი საჯარიმოთი გვიპასუხეს და 6:3 დაწინაურდნენ.

ცხადია, შავი ლომი შეტევას განაგრძობდა და ერთ-ერთ ეპიზოდში ბაბუნაშვილმა მოსხეპით რამდენიმე პენზელი უსქმოდ დატოვა და გარემარბმა ალექსანდრე თოდუამ ლელო გაიტანა. გარდასახვა კიდედან ბაბუნაშვილს გაუცუდდა – 8:6.

მელევე ჩვენი გუნდის მგეზავმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო გაიტანა და ხუთი ქულით დავწინაურდით – 11:6. სამწუხაროდ, სტუმრებმა შეძლეს ჩვენი მორაგბეების რამდენიმე შეცდომის გამოყენება და ხუთმეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლით ლელო გაგვიტანეს. ბოლოს ბურთით ხელში პენზელთა შერკინების ქართველი ბურჯი ტარიელ დონაძე იყო. 11:11 – ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ გუნდებმა თითო ლელო მიითვალეს. რასაც პენზამ საჯარიოც მიუმატა. ცხადია, შავ ლომს გამარჯვებაც შეეძლო, მაგრამ ხშირად უშვებდა სრულიად მარტივ შეცდომებს, რამაც საბოლოოდ უარყოფითი შედეგი მოიტანა. წაგების მიუხედავად შავი ლომი პლეი ოფისთვის ბრძოლას განაგრძობს.

შავი ლომი-ლოკომოტივი 16:19

შავი ლომი:15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;   1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა აბულაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. სანდრო სვანიძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი

2ლ: თოდუა, პერანიძე. 2ს – გ.ბაბუნაშვილი

სატურნირო მდგომარეობა

1.შავი ლომი – 11 ქულა, 2. ენისეი – 11, 3. თელავივ ჰითი – 8, 4. ლოკომოტივი – 5.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *