გრიფონზი-შავი ლომი 41:38
შავი ლომი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.
16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა პატარაია, 19. სანდრო ქოიავა, 20. კოკი თხილაიშვილი; 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. ოთარ ლაშხი.
პირველი ქართული ფრანჩაიზი შავი ლომი ქარი კაპის ნახევარფინალში სამხრეთაფრიკულ გრიფონსს დაუპირისპირდა. მატჩმა უშეღავათი ბრძოლაში ჩაიარა და ჩვენი გუნდი 3 ქულით დამარცხდა – 38:41.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრე, 31:31 დასრულდა. დამატებითი დროში მეტოქე ჯერ ჯარიმით დაწინაურდა, ხოლო რამდენიმე წუთში ლელოც გაიტანა, რასაც გარდასახვაც მიაყოლა და 10 ქულით დაწინაურდა – 41:31. შავი ლომის მორაგბეებმა დარჩენილ დროში ერთი მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოთი უპასუხეს, მაგრამ მატჩის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შედეგად, ფინალში გრიფონზი გავიდა.