შავი ლომი პლეი ოფში გავიდა

პირველმა ქართულმა ფრანჩაიზმა შავი ლომი ჯგუფური ტურნირის ბოლოსწინა ტურის მატჩში სტუმრად დაამარცხა ისარელის ფრანჩაიზი თელავივ ჰითი 52:28 და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

შავმა ლომმა მატჩის ორივე ტაიმი მაღალ დონზე ჩაატარა. მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანა, საპასუხოდ კი ოთხი მიიღო. ეს კი, საპრემიო ქულის ასაღებად საკმარისი გამაოდგა. აღსანიშნავია, რომ შვიდი ლელოდან სამი შერკინების კვაჭმა, ამ მატჩში გუნდის კაპტანმა შალვა მამუკაშვილმა გაიტანა. ორი კი, გარემარბ აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა. მისი პირველი ლელო სარაგბო შედევრი იყო. ლაშა ხმალაძის ფეხით ფრთაზე გადაკიდებული პირდაპირ მის ხელში აღმოჩნდა და ჩვენი გუნდის საუკეთესო მელელოვეს ჩათვლის მოედანში შეღწევა არ გასჭირვებია.

საგულისხმოა, რომ თელავივ ჰითისთვის ეს ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩი იყო. ამიტომ, ჩვენი გამარჯვებით პლეი ოფში გზა გაეხსნა კრასნოარსკის ენისეისაც. ამ გუნდთან ჯერ კიდევ სათამაშო გავაქვს და იქ გადაწყდება ვინ იქნება ჯგუფის გამარჯვებული.

შეგახსენებთ, რომ შავი ლომის სავარაუდო მეტოქეები პლეი ოფში პორტუგალიური ლუზიტანუში და ესპანეური იბერიანსი არიან.

თელავივ ჰითი-შავი ლომი 28:52

შავი ლომი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;   1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი; 21. ლუკა მატკავა, 22. ოთარ ლაშხი, 23 სანდრო სვანიძე.

7ლ: მამუკაშვილი (3), ტაბუცაძე (2), მამამთავრიშვილი, პერანიძე. 7გ: ბაბუნაშვილი (6), მატკავა. ს: ბაბუნაშვილი

სატურნირო მდგომარეობა

1. შავი ლომი – 20 ქულა, 2. ენისეი – 16, 3. თელავივ ჰითი – 14, 4. ლოკომოტივი – 5

Leave a comment

Your email address will not be published.