შავი ლომი რუსებთან საბრძოლველად დაირაზმა

ქართული ფრანჩაიზა შავი ლომი  „შევარდენის ბაზაზე“ შეკრებაზე შევიდა და რაგბი ევროპის სუპერ თასის დეკემბრის მატჩებისთვის მზადებას შეუდგა.

ჩვენი გუნდი 4 დეკემბერს, “ავჭალის სარაგბო სტადიონზე” რუსეთის ვიცე-ჩემპიონ “ლოკომოტივ-პენზას” მასპინძლობს, რომელმაც აქამდე ოთხივე შეხვედრა დათმო.

11 დეკემბერს კი, ასვე შინ შავილ ლომი რუსეთის ჩემპიონ კრასნოიარსკის “ენისეის” დავუხვდება. 18 დეკემბერს მეორე ტურის გადადებული მატჩია და “შავი ლომი” ფეთაჰ თიქვაში “თელავივ ჰითს” შეხვდება.

შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების ორ-ორი მოწინავე ერთრაუნდიან ნახევარფინალში გადის, სადაც პირველადგილოსნები მასპინძლები იქნებიან. დასავლეთ კონფერენციაში 4 სრული ტური ჩატარდა და 19 ქულით პორტუგალიური “ლუზიტანოსი” ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 11 ქულით ესპანური “იბერიანსია”.

შავი ლომი

პირველი ხაზი: მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკა ხატიაშვილი; შალვა მამუკაშვილი, გიორგი ხუროშვილი, თენგიზ ზამთარაძე; გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია, ნიკა აბულაძე, მიხეილ წიკლაური;

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი;

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია

N9: თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე

N10:  გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა

N12-13: მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი;

N11-14: აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე;

N15: ლაშა ხმალაძე.

სატურნირო მდგომარეობა

1.ენისეი – 11 ქულა, 2. შავი ლომი – 10, 3. თელავივი ჰითი – 8, 4. ლოკომოტივი -1

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *