რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირველი ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი სამხრეთამერიკული ტურნესთვის მზადებას შეუდგება. ჩვენი გუნდი სამხრეთ ამერიკის სუპერ რაგბის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ხუთ მატჩს გამართავს.
ლევან მაისაშვილი, შავი ლომის მთავარი მწვრთნელი:
“მსოფლიო თასისთვის მზადებისთვის სამხრეთამერიკული ტურნე უმნიშვნელოვანესია. რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულებიდან მსოფლიო თასის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე, დიდი წყვეტა გვქონდა. ამის ნაცვლად კი, შავ ლომს, რომლის შემადგენლობაშიც ნაკრების კანდიდატები მრავლად არიან, ხუთი მაღალი დონის თამაში ექნება. წინ საინტერესო შეხვედრები გველოდება, რომელიც როგორც სელექციის, ასევე მზადების კუთხით დაგვეხმარება”.
შავი ლომის სამხრეთ ამერიკული ტურნე
9 აპრილი
შავი ლომი (საქართველო) – დოგოს XV (არგენტინა)
14 აპრილი
შავი ლომი (საქართველო) – სელკნემ (ჩილე)
21 აპრილი
შავი ლომი (საქართველო) – პამპას (არგენტინა)
28 აპრილი
შავი ლომი (საქართველო) – Sudamerica Rugby XV
6 მაისი
შავი ლომი (საქართველო) – პენაროლ (ურუგვაი)