შავმა ლომმა დაამტიკცა, რომ ფავორიტია

შავი ლომი-მგლები 43:21
შავი ლომი (15-9) მოდებაძე, ტაბუცაძე, თაფლაძე, ლომიძე (კახოიძე 23), თოდუა, მატკავა (ბაბუნაშვილი 67), პერანიძე.  (1-8) აბდუშელიშვილი (ქადარია 55), მამუკაშვილი (ბრეგვაძე 55), პატარაია (ქადარია), ჭეიშვილი (გალდავა 71), ქოიავა( ჯულუხაძე 71),, გაჩეჩილაძე (ჭყოიძე 64), მამამთავრიშვილი, ივანიშვილი
7ლ: საჯარიმო, თაფლაძე, ქოიავა, მამუკაშვილი, ტაბუცაძე, კახოიძე, ივანიშვილი. 3გ: მატკავა (2), ბაბუნაშვილი

 რაგბი ევროპის სუპერ თასის გათამაშების მესამე ტურში ქართულმა ფრანჩაიზმა შავი ლომი მეორე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, ჩვენმა გუნდმა ქუთაისის აია არენაზე რუმინელი მგლები დამაჯერებლად 43:21 დაამარცხა.

ამ თამაშის დასაწყისი გაჭრილი ვაშლივით გავდა ბათუმისა და თელეავივ ჰითის მატჩის დებიუტს. სტუმრები თავიდანვე უფრო აქტიური იყვნენ და შავი ლომის დაბნეულობის ფონზე ორი საჯარიმოს გატანა და ანგარიშში დაწინაურება შეძლეს – 6:0.

შავმა ლომმა საკუთარი თამაშის პოვნას 24 წუთი მოანდომა. აქედან მოყოლებული მასპინძლები ნელ-ნელა ავითარებდნენ უპირატესობას და ზედიზედ სამი ლელოს ორგანიზება მაოხერხეს.

პირველი ლელო 24-წ წუთზე მრავალფაზიანი, საკმაოდ შთამბეჭდავი შეტევის შედეგი იყო. ჩვენი გუნდი ხშირად ცვლიდა შეტევის მიმართულებას და დასკვნით მომენტში შუამარბი დემეტრე თაფლაძე ხელიდან სამ მოწინააღმდეგეს დაუსხლტა. ლუკა მატკავამ ვერ გარდასახა.

მალე თავი მეორეხაზლემა სანდრო ქოიავამაც გამოიჩინა. საჯარიმო მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში შალვა მამუკაშვილმა გაათამაშა. თვითონვე შეუტია. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ქოიავას გაუტანეს, რომელიც ლელოში მაღალი სიჩქარით შეიჭრა. მატკავამ ამჯერად გარდასახა – 12:6.

ამის შემდეგ, დიდი ხანი არი იყო გასული მეორე იერიში რომ წამოვიწყეთ. შავი ლომის გარემარბები ორი ერთის წინააღმდეგ დარჩნენ, მაგრამ მეტოქის ფულბეკმა დეიან აკერმანმა გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 80 მეტრი ირბინა – 13:12. მან მეორე ტაიმში კიდევ ერთი ლელო გავიტანა. იმ მომენტშიც გადაცემა ჩაგვიჭრა და მისი შეჩერება ვეღარ შევძელით.

Возможно, это изображение 6 человек, люди играют в футбол и на открытом воздухе

ტაიმის დასრულებამდე სამი წუთით ადრე კი, შავი ლომის მოლს რუმინელებმა ვერაფერი მოუხერხეს. დერაფანი მეტოქის ლელოდან 15 მეტრში სუფთად, ორი ხელით მოვიგეთ. მოლი შეიკრა და ისეთი სიმძლავრით მიაწვა, რომ ჩათვლის მოედნამდე სირბილ-სირბილით მაიღწია. ბოლოს ლელოში ბურთით ხელში შალვა მამუკაშვილი იყო. მატკავამ გარდასახა – 19:13. რუმინელებმა ბოლო წუთზე საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღეს და ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს – 16:19.

შესვენების შემდეგ რუმინელი მგლები მოედნიდან გაქრნენ. შავმა ლომმა მეტოქეს კიდევ ოთხი ლელო გაუტანა და მეორე ტაიმს 76 წუთამდე, სანამ აკერმანი მორიგ გადაცემას ჩაჭრიდა, 24:0 ვუგებდით. საბოლოოდ კი,როგორც უკვე ვთქვით 43:21 მოვიგეთ.

მეორე ტაიმში ერთი საჯარიმო ლელო გავიტანეთ. თითო-თითო ლელო კი, აკაკი ტაბუცაძემ, ლიკა ივანიშვილმა და თორნიკე კახოიძემ მიითვალეს.

სატურნრირო მდგომარეობა
1. შავი ლომი – 12 ქულა, 2. თელავივ ჰითი – 6, 3. მგლები – 5, 4. ბათუმი – 4

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *