რაგბი ევროპის სუპერ თასის გათამაშების ჯგუფურ ტურირზე ქართულმა ფრანჩაიზმა შავმა ლომმა ავჭალის სარაგბო სტადიონზე რუსეთის ჩემპიონი, კრასნოიარსკის ენისეი 27:20 დაამარცხა და გალიდერდა.
ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა. შეცდომები მინიმალური რაოდენობით დაუშვა და მეტოქეს მხოლოდ ორი საჯარიმოს გატანის საშუალება მისცა. შავმა ლომმა კი, ორი ლელო მიითვალა და ზედ ორი საჯარიმოც დააყოლა. სამწუხაროდ, პირველი ლელოს გატანისას დაშავდა გარემარბი ალექსანდრე თოდუა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. მეორე ლელო კი, მოლის მეშვეობით შალვა მამუკაშვილმა მიითვალა. 18:6, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ, საწყისი 15 წუთი შავმა ლომმა ისევ აღმავლობით ჩატარა. თუმცა, მას შემდეგ რაც გუნდში შეცვლები განხორციელდა თამაში ოდნავ აირია. ჩვენმა გუნდმა საკუთარი დერეფანი შვიდჯერ წააგო, რაც ცხადია, შეუძლებელი იყო რომ თამაშზე და ანგარიშზეც არ ასახულიყო.
ენისეიმ ამით ისარგებლა და ორი ლელო გაიტანა. თუმცა, იქამდე შავ ლომს სამი საჯარიმო ქონდა გატანილი და საბოლოოდ გამარჯვებაც მას დარჩა – 27:20. მატჩის მიწურულს დაშავდა ჩვენი მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი, რომელმაც გუნდს 17 ქულა მოუტანა (ხუთი საჯარიმი და ერთი გარდასახვა).
შავი ლომი-ენისეი 27:20
შავი ლომი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე; 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკოლოზ პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკოლოზ აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია; 21. ლუკა მატკავა, 22. გურამ ქანდაურაშვილი, 23 მირიან მოდებაძე.
2ლ: თოდუა, მამუკაშვილი. 5ს,გ: გ.ბაბუნაშვილი
სატურნირო მდგომარეობა
1.შავი ლომი – 15 ქულა, 2. თელავივი ჰითი – 13, 3. ენისეი – 12, 4. პენზა – 5